სვეტიცხოვლობსთან დაკავშირებით საზეიმო წირმა 10:00 საათზე დიწყება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას – „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წელს,  სვეტიცხვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშვები საჭირო არ იქნება და მცხეთის მიმართულებით გადაადგილება ყველას შეეძლება.

„4 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია“ – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები