სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრსა და ომბუდსმენს შეხვდება

  •  

დაახლოებით 40 წუთში, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდება. შეხვედრის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.

კერძოდ, იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, განხორციელდეს მონიტორინგი მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები