„მე მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ვაქცინაცია იმაზე დიდ ზიანს არ მოგვიტანს, რაც არის ლეტალობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ –  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

ტაბიძე თვლის, რომ მოსახლეობამდე აცრის დადებით ფაქტორთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია უნდა მივიდეს, იგი სეზონურ ვირუსებზეც ამახვილებს ყურადღებას და ვარაუდობს, რომ დიაგნოსტირება გაძნელდება:

„ჩვენ მოგვეთხოვება ადამიანებს მივაწოდოთ სწორი მესიჯი, იძულებითი ვაქცინაციით იმაზე მეტი არ დაირღვევა ადამიანის უფლება, რაც იქნება სიცოცხლესთან შეუთავსებელი,” – განაცხადა ტაბიძემ “მედიცანტრ მთავარში.”

მან აგრეთვე ტვინდემიასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„გვაქვს ვირუსების შემოტევა და ეს თანხვედრა, რასაც ტვინდემია დაარქვეს, ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს, რადგან აქ ძნელი იქნება დიაგნოსტიკა და შესაძლებელია პისიარ ტექნოლოგიამაც ვერ მოახდინოს დადასტურება.

ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა არის უფრო მეტად ცუდი შედეგების მქონდე, იდენთიფიცირება იქნება რთული და ამისათვის ეს კიდევ დაამძიმებს შემდგომი მკურნალობის პროცესებს.

თუ ეს რაოდენობა გაგრძელდება ჩენ მივიღებთ წინა გაზაფხულის სტატისტიკას, გვახსოვს რიგები იდგა კლინიკებთან და ადგილები არ იყო, ამას ჰქვია ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა.

მიუხედავდ იმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარდა ღონისძიებები შესაძლოა დავდგეთ ისევ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის წინაშე, თუ ეს რაოდენობა გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ წინა ზაფხულის სტატისტიკას,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები