ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, რის შემდეგაც ბაბუამ მიმალვა სცადა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის ძნელად დასაჯერებელია, რადგან მამაკაცს კარგად იცნობენ და მისგან ასეთი დანაშაული მათთვის წარმოდგენელია. 

“ბავშვი აქ არ ცხოვრობდა, გასულები არიან ცოლ-ქმარი და წაყვანილი ჰყავს დედას ბავშვები და ამ ზაფხულს საერთოდ არ დამინახავს ეგ ბავშვები,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მსგავსი თემები