„სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ და შევხვდით განულებული ვაქცინაციის პროცესით“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ერთადერთი გამოსავალი გვაქვს – ვაქცინაცია“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

დევი ტაბიძე გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პროცესი შენელებული ტემპით განვითარდა:

„სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ და შევხვდით განულებული ვაქცინაციით, ამას მოჰყვება დაავადების და ლეტალობის ზრდა, ადამიანების გარდაცვალება, სამწუხაროდ ეს მოცემულობა გვაქვს, განულებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი, ზოგი ადამიანი ბუსტერ დოზასაც ელოდება, მაგრამ ეს კატეგორია არის ძალიან ცოტა,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები