საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 332-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 837 პირს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები