დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა – ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.

სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ბრალდებულია ორი პირი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.  

მსგავსი თემები