თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შუქნიშნებს ქვეითთა სექციები დაემატება

თბილისის საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ზოგ ადგილას შუქნიშნებს ქვეითთა სექციები დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებზე, სადაც აქამდე ნებადართული არ იყო ქვეითების  გადასვლა, ახლა მათ ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას შუქნიშანი დაარეგულირებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, სამუშაობის ფარგლებში  სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩის N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩის N 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაირთვება.

შუქმნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს: კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე; კოსტავას ქუჩა N75-თან; კოსტავას ქუჩა N77-თან და შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

 

 

 

მსგავსი თემები