როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობა და მონაწილეობა საჭირო და აუციელებლია. დეპუტატის შეფასებით, ჩართულობის გარდა, მსგავს ფორმატს სხვა, უფრო მეტი დატვირთვაც გააჩნია.
სიმონ ნოზაძე: „ჩვენი სურვილია, მსგავსი შეხვედრებით ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“.
პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ. მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს. სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.