„შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეში 2000-ზე მეტი შემთხვევა შესაძლოა, მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს.  მისი შეფასებით, ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა.

„ნახეთ, რა ხდება იტალიაში, საფრანგეთში, სერიოზული გამოსვლებია შეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ. საქართველოში საზოგადოება მიეჩვია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მცირდებოდა. შესაბამისად, ცხოვრება უბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, ეკონომიკა ამოქმედდა და ამიტომ ხელახლა შეზღუდვების შემოღება იქნება ძალიან ძნელი და არასასურველი. მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე შეფასებით, აშკარაა, რომ ვირუსის შემთხვევები მატულობს.

„ბოლო ერთი კვირაა, გამოხატულია მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ და საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი“ – განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები