“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია მე არაფერს არ მიჯერებს” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ძველებურად ვერ გამოიყურება. მისივე თქმით, სცადა, თუმცა შიმშილობის გაგრძელება ვერ გადააფიქრებინა. 

“ძველებურად ვერ გამოიყურება, ცხადია, მე-15 დღეა შიმშილობს, წარმოიდგინეთ. რა თქმა უნდა, მე და მისი შვილები შევედით და ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი შვილი ძალიან დიდი ხანია მე არაფერს არ მიჯერებს, თავისი ჭკუა და თავისი აზრი აქვს. 

ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. რა თქმა უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს თემა მიღებული არ იყო და შევცვალეთ მერე თემა,”- განაცხადა გიული ალასანიამ. 

მსგავსი თემები