“ჩემს წინასწარ გლოვას, სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ” – სააკაშვილი თანამოაზრეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მედიას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

“მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება,”-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს.

მსგავსი თემები