საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 848 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 635 583  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 602 372 გამოჯანმრთელდა, 9 269 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 874 845 აცრა, დღიურად აცრილია 3 442.

ამასთან, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

მსგავსი თემები