ვირუსით 2 490 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 149 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.26%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  634 053-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

მსგავსი თემები