ვირუსით 2 844 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 042 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 814 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.48%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  631 563-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.

მსგავსი თემები