ექვსი გარდაცვლილი, ერთი – სიცოცხლეს ებრძვის, რამდენიმეს კიდევ ეძებენ   

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულთა წლის გაზრდას არ გამორიცხავს. ექვსი გარდაცვლილი, ერთი – სიცოცხლეს ებრძვის, რამდენიმეს კიდევ ეძებენ – ასეთი ამ ეტაპისთვის ბათუმში არსებული ვითარება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ნანგრევები, სავარაუდოდ კიდევ სამი ადამიანი რჩება.

„უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა… გამოძიებას დრო დასჭირდება. უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. კლინიკაში მყოფი 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.  

მსგავსი თემები