ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 8 საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად ამოყვანილი ერთ-ერთი მამაკაცს მდგომარეობა მძიმეა. ის „მედცენტში“ გადაიყვანეს.

„შემოსვლის დროს მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი, ზოგადი დაჟეჟილობა, მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა. მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს „მედცენტრის“ დირექტორი მედეა ქაჯაია მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 საათია, ბათუმში, ჩამონგრეულ  კორპუსში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში დაახლოებით 10 ადამიანია ჩარჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.  

მსგავსი თემები