შს მინისტრის განცხადებით, ნანგრევებში სავარაუდოდ 10 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, ბავშვებიც

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს ჩარჩენილი.  

„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ორივე კონტაქტური იყო. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს… ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყოს დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს“ – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

მისივე თქმით, ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების ზუსტ რაოდენობის დასახელება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ შესაძლოა, ვინმე სტუმრად ყოფილიყო ამ შენობაში.

მსგავსი თემები