ბათუმში სამაშველო ოპერაციები მთელი ღამე გაგრძელდება

  •  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამაშველო სამუშაოები არ შეწყდება და მთელი ღამე გაგრძელდება.

„მაშველებმა შეძლეს ორი ადამიანის ამოყვანა, რომლებიც გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში.  ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია. ბოლო ადამიანამდე, ვინც ამ ნანგრევებშია მოყოლილი, ეს სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება”, – განაცხადა რიჟვაძემ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩამონგრეულ კორპუსში ცხოვრობდნენ, ისინი, ამ ეტაპისთვის უსაფრთხო ადგილას დააბინავეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სამაშველო ოპერაცია 10 საათზე მეტია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები