ლიზა იასკო – შიმშილობის მეორე კვირა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო, საბრძოლო განწყობაზეა, თუმცა მისი ჯანმრთელობა ძალიან დაზარალდა

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მის ჯანმრთელობაზე საუბრობს, რომ შიმშილობიდან 2 კვირის განავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, თუმცა საბრძოლო განწყობაზეა.

ის ასევე საუბრობს, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები და მთელი მსოფლიო აკვირდება და ისინი ავრეცელებენ განცხადებებს, რომელიც ცუდად იმოქმედებს საქართველოს მომავალაზე.

“მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენ, ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩემი პასუხია, უნდ იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ“,- განაცხადა ლიზა იასკომ, რომელიც სააკაშვილის სანახავად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები