„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობენ. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ახლა მთავარია, ვუშველოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები