ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია. ორი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში. ახლა მიმდინარეობს დაზუსტებები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.