სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება.

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებსმედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. 

მსგავსი თემები