მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს სთხოვს, ციხის ადმინისტრაციამ სამკერდე ჯვარი დაუბრუნოს

მიხეილ სააკაშვილმა დეკანოზ გიორგი ბოტკოველს საქართველოს პატრიარქთან თხოვნა დააბარა. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს.

დეკანოზი დღეს სასჯელაღსრულების N12-ე დაწესებულებაში იმყოფებოდა. შეხვედრიდან გამოსულმა კი მედიასთან განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სთხოვა, მის უწმინდესობას გადასცეს, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, დაუბრუნონ.

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან აღნიშნა,  შიმშილობის  მიუხედავად მიხეილ სააკაშვილს სისუსტე ვერ შეამჩნია. 

„არ ვყოფილვარ საკანში. შევხვდით ნეიტრალურ ზონაში და იქ არანაირი პირობები არ არის. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნება, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას, სხვა არაფერი”, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მსგავსი თემები