მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას შვილები, დედა და სანდრა რულოვსი ითხოვს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ოჯახი ითხოვს, კერძოდ, მისი შვილები, დედა და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა გააჟღერა.   

როგორც გიორგი გელხაური აცხადებს, ოფიციალური განცხადება დაწერილია, თუმცა, არ დაკმაყოფილებულა. 

„ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან“ – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები