ვარკეთილში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა

აფეთქების შედეგად, ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ერთი ადამიანი დაშავდა.  როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის, აფეთქების მიზეზი უცნობია.

შემთხვევა ზემო პლატოზე, მე-2 მიკრორაიონში მოხდა. ბინაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაშავებულია ასაკოვანი ქალი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა. ის საცხოვრებელი ბინა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მთლიანად დაიწვა.

მსგავსი თემები