ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 959-ია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 469, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 100, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 241, კახეთი – 324, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 435, აჭარაში – 355, იმერეთში – 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში – 330, აჭარაში – 90, იმერეთში – 300.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი,  მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 – თბილისში, 185 – აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 227 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი. 

მსგავსი თემები