„ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ – კახა კალაძე

  •  

თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დრეს, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. როგორც მან აღნიშნა, პირველ ტურში გამარჯვების ვერ მოპოვება ტრაგედია არ არის და ყველაფერი წინაა.

„ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეფერხდება და დედაქალაქს ეყოლება გამართული და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა.

„ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები