ძლიერი თოვის გამო, გუდაურის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა

გუდაური-კობის მიმართულებთ, გარკვეული ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და  საავტომობილო მიმოსვლა შეძლებისდაგვარად აღდგება.

მსგავსი თემები