დიპლომატები ფარულ მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ

დიპლომატების განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთა შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზეც ისაუბრეს და სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. განცხადებას საგარეო მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი ავრცელებს.

„საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას ბ-ნ ზალკალიანს. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფარული მიყურადების ფაილებში, რომელიც მედიით გავრცელდა, დიპლომატებიც ფიგურირებენ.

მსგავსი თემები