“გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან” – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მათი მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა იყოს.    

„30 ოქტომბრამდე უნდა იყოს პერმანენტული, ყოველდღიური მზადება ერთიანი, დიდი, ეროვნული მოძრაობისთვის. მიმაჩნია, დაღლამდე, უძილობამდე 30 ოქტომბრის რიცხვით ჩათვლით, ნუ დაველოდებით, უბედურებასთან გვაქვს საქმე, მგონი კარგად მაინც ვერ იცით, ვინ არის. 30-ში მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას, თავის აგარაკად აქცევს და მერე ამ პრეზიდენტს, თუ მოვახერხეთ, უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით, ან არადა, საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს.

მისი თქმით, ტყვია, მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრებისთვის არ არის.

„ამ მოძრაობას წინ გაუძღვება მისი პარტია, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით. მაგრამ, მანამდე, ვაკონტროლოთ თითოეული ფრაზა ერთმანეთის მიმართ. ტყვია მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრისთვის არის, ერთმანეთისთვის არ არის. გავაანალიზოთ ახლა როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტიაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი თუ არის მხოლოდ, დაღუპულა საქართველო. მე მგონია, კოალიციური მთავრობა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ყველას პრეზიდენტად არის აღქმული არა? გაუმარჯოს მთლიან საქართველოს“, – განაცხადა ჩარკვიანმა რუსთავის ციხესთან აქციაზე.

მსგავსი თემები