“სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის!” – ირაკლი კობახიძე

არავითარ ბერკეტებზე საუბარი არ იქნება, სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის გაჯანსაღების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო შესაძლებლობაა იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ „ბელადი“ ციხეშია.

„ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პროცესი და ამისთვის, ბუნებრივია, ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. იმ პირობებში, როდესაც მათი ბელადი დამსახურებულად ციხეშია 9 წლის შემდეგ, რაც მას კონკრეტული სასჯელი შეეფარდა, ამის საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს და შესაბამისად, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები