“სააკაშვილი ბულვარში სეირნობდა, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს” – ეკა ხერხეულიძე

  •  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში ყოფნის დროს პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა, მაგრამ ვერ იცნო.

„სააკაშვილმა მითხრა ბათუმის კამერებიდან მგონია რომ გამომყვნენო და ეს მგონია რეალური მიზეზი, რომ ის დაიჭირეს. მითხრა, რომ ბულვარშიც იარა და საერთოდ პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს.

ჰყავთ მძღოლი დაჭერილი და ჰკითხონ. პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს, რაღაც სიჩქარის გამო… და მიშა ამბობს ესეც იქნება კამერებზეო. ბათუმზე ძალიან გულდაწყვეტილია…“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

მსგავსი თემები