“ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით” – წულუკიანი ჟურნალისტს

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც მთავრობის სხდომაზე მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა ასეთი სიტყვებით მიმართა:

“განერვიულებულია მთავარი არხის ჟურნალისტი, იმიტომ რომ დამარცხდა და ნუ გწყინთ. ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით” – უთხრა მან ჟურნალიტს.

წულუკიანის თქმით, წინ 30 ოქტომბერია, მეორე ტური და ჟურნალისტს ურჩია რომ “ცოტა ნერვები შემოინახოს”.

კითხვაზე, როდის დააბრუნებს ის მთავარი არხის მიკროფონს, წულუკიანი პასუხობს, რომ ჟურნალისტ ემა გოგოხიას ის შეუძლია ნებისმიერ დროს წაიღოს.

“ქალბატონ ემას შეუძლია ეს მიკროფონი ჩემგან ნებისმიერ დროს წაიღოს. ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, იმიტომ რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი”.- ამბობს თეა წულუკიანი.

მსგავსი თემები