“გახარია რთული დილემის წინაშე დგას… მისი ამომრჩეველი “ოცნებას” უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ენმ-ს” – მიხეილ სარჯველაძე

“ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია რთული დილემის წინაშე დგას, რადგან მისი ამომრჩეველი პოტენციურად “ქართული ოცნების” მიმართ უფროა პოზიტიურად განწყობილი, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის.”

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია საწინააღმდეგოდ მოიქცევა და მეორე ტურში ენმ-ს დაუჭერს მხარს, ეს ვერ იქნება თანხვედრაში თავისი ამომრჩევლის განწყობებთან. 

“ბატონი გახარია, ჩემი აზრით დგას ძალიან რთული დილემის წინაშე, აქამდეც იდგა, მაგრამ გაცილებით გაურთულდა საქმე. მისი საკუთარი ელექტორატის განწყობა, მერწმუნეთ, ერთმნიშვნელოვნად არის საიმისოდ, რომ მეორე ტურში მათ პოტენციურად მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”. ეს პოტენციურად ის ელექტორატია, რომელიც “ქართული ოცნების” მიმართ უფროა პოზიტიურად განწყობილი, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. ამ კაცმა რომ საწინააღმდეგო გააკეთოს, მისი ნამოქმედარის ხაზს რომ გაყვეს, ეს აბსოლუტურად არ იქნება თანხვედრაში საკუთარი ელექტორატის განწყობებთან. შესაბამისად, ის ურთულესი დილემის წინაშეც დგას. თუმცა, ძალიან კარგია, რომ გამოაშკარავდა რასაც აქამდე ვამბობდით, რომ მისი ნაბიჯების აბსოლუტურად თანხვედრაში იყო ნაციონალური მოძრაობის ინტერესებთან. 

მსგავსი თემები