პრემიერის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება წინ მიიწევს

„შეთქმულებაზე, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს, სუს-ის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ გავრცელებულ ფაბრიკაციას, გამოძიება ძალიან წინ მიიწევს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ადამიანი იქნება დასჯილი და წარდგენილი იქნება მართლმსაჯულების წინაშე.

„ალბათ არ გაგიკვირდებათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან არის დაკავშირებული ეს ბინძური ხელწერა. ეს არის სააკაშვილი და მისი ახლად შეძენილი მოკავშირეები. დანარჩენს მოგვიანებით გამოძიება გეტყვით. მოკავშირეებიც და მოკავშირეც, მთავარი მოღალატე მოკავშირეებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ეს გახარია, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ წინასწარ არაფრის თქმა არ სურს, მაგრამ გამოძიება წინ მიიწევს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს.

მსგავსი თემები