უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

  •  

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკი  ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. როგორც ზელენსკი განმარტავს, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ქვეყნის მოქალაქე უკრაინაში დააბრუნოს.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. ამიტომ, ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც,  ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე, ყველანი ამით ვიქნებით დაკავებული“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები