საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით პედაგოგების ხელფასის მატება არ იგეგმება. მასწავლებლების ანაზღაურება 250 ლარით 2020 წლიდან გაიზრდება.
კაკაურიძის თქმით, ანაზღაურების მატება წელს მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეხებათ, რომლებიც სერტიფიცირების საშუალებით მასწავლებლის სტატუსს აიმაღლებენ.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.