ხუთ დიდ ქალაქში, დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ქუთაისსა და ბათუმში ლიდერობს.

თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.

რუსთავში 54 უბნის მონაცემებით, ნინო ლაცაბიძე ლიდერობს 44,92 %-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს კი 43,81 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 53 უბნის მონაცემები. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 43,81%;  „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 41,76 %.

ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძეს მიღებული აქვს ხმების  47,73 %; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას – 37,44%.

ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 38 უბნის მონაცემები.  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე – 42, 6%;  „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი  – 41,07 %.

მსგავსი თემები