Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში.
კერძოდ, ორგანიზაციის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 38, 6 %
„ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %
„ლელო“ – 4 %
„ევროპული საქართველო“ – 1 %
რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.
კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“, კახა კახალაძე – 40,2 %
„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია – 40,8 %
პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 8,7 %
შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.