მარნეულში ოპოზიციის წარმომადგენელი დანით დაჭრეს

მარნეულში, „ლეიბორისტული პარტიის“ აგიტატორს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ალი ბადიროვი აცხადებს, მათი წარმომადგენელი მმართველი გუნდის აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა დაჭრა და მიიმალა.

„ამომრჩეველი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თქვენს მთავარ აგიტატორს სოფელ დაშტაფაში ეივაზ მამედოვს დანით ჭრილობა მიაყენა „ქართული ოცნების” აგიტატორმა გულხან რამაზანოვმაო. მოვედი, გავარკვიე, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა, ჩემი მთავარი აგიტატორი, რომელიც სოფელ დაშტაფიდან არის, ახლა „ავერსის” კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ – აცხადებს ალი ბადიროვი.

მომხდართან დაკავშირებით განმარტება  ქართული ოცნების“ წევრმა, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატმა ზაურ დარგალმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდართან მმართველ გუნდს კავშირი არ აქვს.

„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“ – აცხადებს დარგალი.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მსგავსი თემები