„მიხეილ სააკაშვილის ესტრადაცია უკრაინის გადაწყვეტილებაა“ – თინა ბოკუჩავა სააკაშვილის საკნიდან გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ბოკუჩავა მედიასთან განცხადებას აკეთებს.

„დღეს მე დავინახე მიშა, რომელი ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს და უზომოდ არის შეყვარებული ქართველ ხალხზე და ქვეყანაზე.  დღეს ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს.

ძალიან ვეცადე ემი აზრი მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, თუმცა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა. რაც შეეხება ექსტრადაციის საკითხს ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები