თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. მას იმედი აქვს, რომ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, თუმცა, შეიწყალა. მისივე თქმით, ეს საკითხი ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება.

„ეს იქნება და არის  ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომლებიც არჩევნებზე უნდა მივიდნენ და რომელთან ერთადაც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ. დასრულდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, დასრულდება სიძულვილი, შურისძიება. ამ ყველაფრის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ არა და არა, ის მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

მსგავსი თემები