„ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე“ – უკრაინის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილზე  

უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც  მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია  უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებით. 

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით. ველოდებით შესაბამის პასუხს, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აცხადებს მიხეილ პოდოლიაკი.

მსგავსი თემები