“არ მივაქციე ყურადება რომელი პირბადე გავიკეთე” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მის მიერ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლოიანი პირბადით მისვლა ნამდვილად დარღვევა იყო. კახა კუჭავა განმარტავს, რომ, უბანზე მისვლამდე არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

“დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები