“წყნარად, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებში მიმდინარეობს.

“არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიხარია, რომ ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ყველამ გამოხატოს თავიანთი არჩევანი, სრულდება. რა თქმა უნდა, პატარა დარღვევები იქნება, ეს ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია სიმშვიდე არის ის, რასაც მოვუწოდებდით და საქართველოს მასშტაბით 3 თუ 4 მცირე ინციდენტი იყო. წყნარად, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა, რეაგირება იქნება შესაბამისი.

მსგავსი თემები