“გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის” – ევროპარლამენტარი

  •  

გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. ეს არის ის, თუ რატომაც ვართ ჩვენ აქ, რატომაც გვინდა თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და თქვენს არჩევნებზე დაკვირვება. გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი იყო ნამდვილად მტკიცე და ნათელი, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება და მასთან საუკეთესო ურთიერთობები და ის, რომ მან არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში. ასე რომ, გააგრძელეთ დემოკრატიისთვის ბრძოლა და ჩვენ მხარს გიჭერთ ამაში, აი, რატომ ვართ ჩვენ აქ“, – განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.

მსგავსი თემები