“მე მივეცი ხმა იმ ადამიანს, ვინც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისელების ნდობას” – მამუკა მდინარაძე

საბურთალოს ოლქში, ერთ-ერთ უბანზე ცოტა ხნის წინ ხმა მისცა მამუკა მდინარაძემ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საკუთარ არჩევანზე ისაუბრა: 

“ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ვფიქრობ, თბილისელების დიდი უმრავლესობა ამას გააკეთებს, რაც მე გავაკეთე – მე მივეცი ხმა იმ ადამიანს, ვინც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისელების ნდობას.

ერთადერთი პარტიაა “ქართული ოცნება”, რომელმაც კონკრეტული პროგრამა წარუდგინა ამომრჩეველს და ამ პროგრამის განხორციელებაში უნდა შეუწყოს ხელი პროპორციული სიით გასულმა ყველა დეპუტატმა მერს, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში და ამან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები