გარდაბანში მარკირება სადეზინფექციო სითხით  ჩაატარეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილ მედიაცენტრში პირველი განცხადებაც გაკეთდა. როგორ არასამთავრობო ორგანიზაციის – “მრავალეროვანი საქართველო” წარმომადგენელმა, რომელიც საარჩევნო პროცესებს აკვირდება, განაცხადა, გარდაბანში, მარკირებისთვის სადეზინფექციო სითხეს იყენებდნენ.

„ჩვენი ორგანიზაციის მირ დაიწერა ორი საჩივარი, რომელიც ეხებოდა წილისყრის არჩატარებას. ამ ეტაპისთვის, ეს იყო ყველაზე დიდი დარღვევა, რომელზეც გადავწყვიტეთ დაგვეწერა საჩივარი. ერთ-ერთ უბანზე იყო ჭერის ჩამონგრევის საშიშროება. ამიტომ, ეს უბანი სხვაგან გადაიტანეს. გარდაბნის 65-ე უბანზე კი ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხეს. ე.წ. მარკირება სადეზინფექციო სითხით ჩაატარეს. ჩვენმა დამკვირვებელმა შეამოწმა მარკირების სითხე და ის მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე აღმოჩნდა“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დარეჯან გიორბელიძემ მედიაცენტრში.  

მსგავსი თემები