„ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა-არყოფნის გამო ატეხილ ქმედებებზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებასაც მიმართავს და ურჩევს საარჩევნო საკითხებით მეტად დაკავდნენ და მოსახლეობა ფაქტებით დაამშვიდონ.

„ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს. არამედ, ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე და  ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება.

მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია“ – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები